ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა ონლაინ გაიმართა.
ქალბატონებმა პრეზენტაციის საშუალებით მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის, მისი მიმართულებების და მიმდინარე პროექტების შესახებ.
ასევე, ისაუბრეს ადვოკატირებული პრობლემების შესახებ და რამდენიმე პრობლემის მოგვარებაც დაისახეს მიზნად.
ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია ქსელური შეხვედრის ჩატარების შესახებაც.