ადვოკატირების პროცესი აქტიურად გრძელდება ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დევნილთა ჩასახლებებში მოგვარებულ საკითხებს და ამჟამად არსებულ გამოწვევებს. ლიდერები ადვოკატირების პროცესის დინამიკაში არიან ჩართულები და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობენ.
შეხვედრაზე ჯგუფის წევრები გაეცნენ თებერვლის თვეში სამოქალაქო ფორუმზე ქუთაისის ჯგუფის მიერ შემუშავებულ დოკუემნტებს, რომელშიც გაწერილია ის აქტივობები, რაც 1325 გეგმის იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს.
აგრეთვე იხილეს პროეტის ფარგლებში მომზადებული ორი სიუჟეტი, რომელიც ასახავდა მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის ისტორიას და ქსელის მუშაობის შედეგებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში.