პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხრციელებისათვის„ ფარგლებში ZOOM პლატფორმაზე ქსელური შეხვედრა გაიმართა, თემაზე - ადგილობრივ დონეზე პრობლემების ადვოკატირების პროცესები და ეტაპები.
შეხვედრაში ჩართული იყვნენ ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ზუგდიდის, სენაკის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა ქსელის წევრები. ასევე დონორი და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ქსელის წევრებს საშუალება მიეცათ დეტალურად განეხილათ მუნიციპალიტეტებში „ერთი ფანჯრის“ მეთოდით ადვოაკტირებისათვის აღებული პრობლემების დინამიკა, თუ სად რა ეტაპზე არიან და რა შედეგები მიიღეს. აღნიშნულ ქინა, რომ შეხვედრებმა ბევრი ისეთი პრობლემა დაძრა, რომლის გადაჭრაც უკვე პერსპექტიულად არ ესახებოდათ.
ასევე განიხილეს კვლევის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემები, რომლებიც უკვე ადგილობრივ თვითმართველობებთან წარადგინეს ბიუჯეტებში გასათვალისწინებლად.
შეხვედრამ საუკეთესო პლატფორმა შექმნა იმისთვის, რომ მონაწილეებს გაეცვალათ ინფორმაცია, საკუთარი გამოცდილება და ესაუბრათ არსებულ გამოწვევებზეც, რომლებსაც ისინი თავიანთი თემის პრობლემების ადვოკატირების დროს წააწყდნენ.