19 ივლისს, ხონის მუნიციპალიტეტში შეგდა ქალთა საინიციატივო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელიც დაეთმო ადგილობრივი ქსელის შექმნას და მისი მუშაობის პრინციპის განხილვას. თუ რა სტრატეგიული მიმართულებები უნდა ქონდეს ქსელს, რომელიც აქტიურად იმუშავებს ადგილობრივ დონეზე რეზოლუცია -1325 იმპლემენტაციის კუთხით. გამოიკვეთა, რომ ჯგუფის წევრები მოტივირებული არიან როგორც ადგილობრივ ისე რეგიონალურ ქსელში აქტიური ჩართულობისთვის.
ასევე შევხედრაზე მოხდა იმ პრობლემათა გამოკვეთა რაც ყველაზე მეტად სენსიტიურია ადგილობრივი თემისთვის. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც არაერთი წელია აწუხებს დევნილ ქალებსა და გოგონებს. დაიგეგმა ის ნაბიჯები, რაც ამ პრობლემის გადაჭრისთვის უნდა გააკეთოს ქალთა ქსელმა და ამ კუთხით მოვალეობებიც გადანაწილდა.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს საშუალება ქონდათ ენახათ პროექტის ფარგლებში გადაღებული კლიპი, რომელშიც ჯგუფის წევრი ქალბატონებიც ღებულობენ მონაწილეობას და თავიანთ ინტერვიუში აფასებენ ტრენინგების ციკლს, რომლის დროსაც მიღებული ინფორმაციის შედეგად მოხდა მათი უნარ- ჩვევების ამაღლება არაერთი მიმართულებით. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მათ საშუალება ექნებათ აქტიურად იმუშაონ თავიანთ თემებში დევნილი გოგოების და ქალების საკითხების მოგვარების, მათი საცხოვრებელი პირობების უკეთესობისკენ შეცვლისათვის.