ქალთა ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა საინიციატვო ჯგუფთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა. შეხვედრაში მონაწილე ქალებს მიეწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამებისა, მათში ჩართვისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები იყვნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენელი - ბაჩუკი გოგონაძე და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - გიორგი ქორიძე.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის მხარდაჭერის სხვა პროგრამებზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ერთ სივრცეში მოცემულ ბმულზე - https://sosfsokhumi.ge/programs#centralprograms