სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ტრენინგი გაიმართა თემაზე „ერთი ფანჯრის“ პრინციპის მეთოდოლოგია და პრინციპები“, მისი გამოყენების შესაძლებლობები და პერსპექტივები.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა კომპეტენციის ამაღლებას, მათ აღჭურვას საჭირო უნარ- ჩვევებით, რაც შესაძლებლობას მისცემს შეძენილი ცოდნა გამოყენონ დევნილთა პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაჭრაში.
მონაწილეებმა პრეზენტაციით მოისმინეს რას გულისხმობს „ერთი ფანჯრის პრინციპი“, გაეცნენ ამ მეთოდის უპირატესობებს: ვის რა ინტერესები აქვს ამ პროცესში და რამდენად ეფექტურია პრობლემათა მოსაგვარებლად. რატომ არის ის საინტერესო დევნილებისთვის, რატომ არის საინტერესო სხვადასხვა სტრუქტურებისთვის, ვის რა ინტერესები და რა მოტივები ამოძრავებს. .
ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებულიიყო პრაქტიკული სავარჯიშოები, რამაც უზრუნველყო მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობა.
დისკუსიამ აჩვენა, რომ მონაწილეები პრაქტიკულად შეძლებენ ამ მეთოდით მუშაობას, რადგან მათი აზრით, ეს მეთოდი მისაღებია მოქალაქეებისთვის. თავიდან აირიდებენ კაბინეტიდან კაბინეტში საბუთებით სიარულს, არ მოუწევთ ხელისუფლებისთვის იმის მტკიცება, როგორი აქტუალურია მათი პრობლემა.