“გავაანალიზე, რომ „ერთი ფანჯრის“ პრიციპის გამოყენებით ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის დროს არ გვიწევს ერტი პრობლემის გამო სხვადასხვა სტრუქტურაში სირბილი, დოკუმენტაციის ერთი უწყებიდან მეორეში გადატანა...“
„მეთოდის სიმარტივისა და მოხერხებულობიდან გამომდინარე აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში..“
„ უკვე ვფიქრობ, რომელი პრობლემა ავარჩიო იმ პრობლემებიდან, რომელიც დევნილთა ჩასახლებას აწუხებს და ამ მეთოდით გადავჭრა“
ეს შეფასები არის ტრენინგიდან რომელიც ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის დაგეგმილი ოფლაინ ტრენინგზე გაჟღერდა, რომლილიც ჩარტარდა 17 ივნისს ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვი თემაზე: „ერთი ფანჯრის“ პრინციპი.
თეორიული პრეზენტაციის მეშვეობით მონაწილეებმა მიირეს ინფორმაციას „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ორგანიზებული შეხვედრების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, მათთვის მკაფიო და გასაგები გახდა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი „ერთი ფანჯრის“ პრინციპის გამოყენება, ვინ არის პასუხისმგებელი და საჭირო უწყებები შეხვედრის დაგეგმვისა და გამართვის მიზნით, ვინ შეიძლება იყოს შეხვედრის ბენეფიციარი და როგორ წარიმართება შეხვედრა. რა შედეგები შეგვიძლია მივიღოთშედარებით მოკლე დროში.
ინფორმაცია რეალურ მაგალითებზე და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით იქნა მიწოდებული. ინტერაქტიული მუშაობის რეჟიმი კი მონაწილეებს უშუალო გარემოს უქმნიდა იმისთვის, რომ მეტად კარგად გარკვეულიყვნენ საკითხში.