რატომ დადგა სჭიროება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულიყო რეზოლუცია 1325 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. რას მოიაზრებს და რა საკითხები რეგულირდება.
ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც გლობალური დღის წესრიგის შესრულებისთვის საჭირო, კონსოლიდირებული და კოორდინირებული ქმედების სახელმწიფო ინსტრუმენტს წარმოადგენს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული სამქომედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაცია. ამ პროცესებში ადგილობრივი სახელისუფლებო პირებისა და სხვა წამყვანი ადგილობრივი აქტორების ჩართვა რათა მოხდეს გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის ინტეგრირება თემის განვითარების გეგმებში.
ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვაც მოხდა ონლაინ ფორმატში ორგანიზებულ ტრენინგზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები.
მიღებული ინფორმაციებით მონაწილეებს საშუალება ქონდათ ჩაღრმავებოდნენ რეზულიციასა და სამოქმედო გეგმის შინაარს. ჯგუფური მუშაობის ფორმატით კი იმსჯელეს იმ საკითხებზე თუ ამ მიმართულებით ადგილობრივი მუნიცპალიტეტის დონეზე რა ამოცანები და აქტივობები შეილება დაიგეგმოს. მიღებული ინფორმაციები მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს აქტიურად ჩაერთონ ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში.