საქართველოში ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, პოლიტიკური მონაწილეობის ისტორია და არსებული მდგომარეობა, კვოტირების სისტემა და მისი დანერგვის მექნიზმები, სხვა ქვეყნების გამოცდილება და წარმატებული ისტორიები - ამ საკითხებზე გაიმართა ტრენინგი ონლაინფორმატით, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, ხონის, სენაკის, ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები.
მონაწილეებს მიღებული ინფორმაციებით მონაწილეებს წარმოდგენა საქართველოში ამ კუთხით არსებულ რეალობასა და გამოწვევებზე.
ჯგუფური მუშაობის ფორმატით მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ძირითად მიზეზებზე და ბარიერებზე, რომელიც ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას უშლის ხელს.
დისკუსიის პროცესში მონაწილეებმა გენდერული კვოტირების მნიშვნელობაზე გაცვალეს ინფორმაციები. დაასაბუთეს, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით კვოტების, როგორც ეფექტიანი სპეციალური ზომების დანერგვა საქართველოში.
მიღებული ინფორმაციები მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს პროპაგანდა გასწიონ საზოგადოებაში, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად.