28- 29 აპრილს პროექტის: „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში ორდღიანი ტრენინგი ZOOM პლატფორმაზე გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ხონის, წყალტუბოს, ქუთაისის, სენაკის, ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები. ტრენინგის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები თემაზე „ადგილობრივი ბიუჯეტი, სამოქალაქო ბიუჯეტირება“
მონაწილთა მხრიდან მაღალი ინტერაქტიული ჩართულობით გაგრძელდა სატრენინგო თემის განხილვა. ტრენინგზე გამოყენებული ჯგუფური მუშაობის, დისკუსიების ფორმატით მონაწილეებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების, ინფორმაციების გაცვლის შესაძლებლობა მიეცათ.
მონაწილეთა მხრიდან მიღებულ უკუკავშირით დაფიქსირდა, რომ განხილული თემა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ინფორმაციები და აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებში.
აღნიშნული ტრენინგით ერთვიანი სატრენინგო ციკლი დასრულდა, რომელიც ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს მოამზადებს სათანადო უნარებით. რაც შექმნის იმის გარანტიებს, რომ აქტიურად იმუშაონ სამიზნე მუნიციპალიტეტებთან 1325 რეზლუციის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე დანერგვის კუთხით.