საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში სააღმზრდელო პროცესი ახალაშენებულ ბაღში გაგრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ადგილზე გაეცნო, რეკომენდაციების დაცვით სასწავლო პროცესის განახლებას. გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საკითხი და მაქსიმალური მონიტორინგი განახორციელონ ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში.
,,დღეიდან აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო მთელ საქართველოში და რა თქმა უნდა იმერეთშიც, მათ შორის სოფელ დიმში, სრულიად ახალაშენებულ ბაღში დაიწყეს ბავშვებმა სასწავლო პროცესი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ინფრასტრუქტურულად შევუქმნათ ბავშვებს კომფორტი, არამედ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაღებმა იმუშაონ ყველა რეგულაციის დაცვით, ყველა იმ პირობებით, რასაც გასცემს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. იმერეთის მასშტაბით 2020 წელს, ჩვენ დაახლოებით 100-მდე ბაღის რეაბილიტაცია და მშენებლობა განვახორციელეთ და ამ მიმართულებით სამუშაოებს აუცილებლად გავაგრძელებთ“ - ზვიად შალამბერიძე.
სოფელ დიმში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ასევე, დაწესებულება აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 600 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული საბავშვო ბაღით მიმდებარე სოფლების მოსახლეობაც ისარგებლებს. იმერეთის მასშტაბით 2020 წელს 100 - მდე სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა - რეაბილიტაცია განხორციელდა. 1 მარტიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდა სკოლამდელი აღზრდის, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.
ქუთაისში სასწავლო პროცესი სამ ბაღში ვერ განახლდა. ამის მიზეზი თანამშრომლებში კორონავირუსის დადასტურება გახდა.
დღეიდან, 1მარტიდან მკითხველის მიღებას შეძლებენ ბიბლიოთეკები. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა პირველ ეტაპზე შაბათ კვირას გარდა 10-იდან- 18 საათის ჩათვლით იმუშავებს. .სავალდებულო იქნება პირბადე.რაც შეეხება სოციალურ დისტანციას, ამ რეკომენდაციის დაცვას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს,რისთვისაც ბიბლიოთეკამ ახალი ავეჯიც შეიძინა.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის N1 სამხედრო ბაზაზე ჟვანიას სკოლამ 33 რეკრუტი გადაამზადა.
დღეის მონაცემებით, ქუთაისის მასშტაბით სწავლების ჰიბრიდული მოდელი თხუთმეტ საჯარო სკოლაში მოქმედებს. აღნიშნულ სკოლებში კორონავირუსი მოსწავლეებს აქვთ დაფიქსირებული, შესაბამისად ონლაინ რეჟიმზე არიან კონკრეტული კლასები. გამონაკლისია 29-ე სკოლა, რომელიც დღეიდან სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში, კოვიდ ვირუსი პედაგოგს დაუდასტურდა.ინფორმაციას ადასტურებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.რაც შეეხება ონალინ სწავლების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობას, განაცხადები დღეს მიიღება და მომდევნო კვირის მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი. მიმდინარე კვირას კი დისტანციურ რეჟიმზე ქალაქის მასშტაბით 2200 მოსწავლე სწავლობს.
დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაგიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება .ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ YOUTUBE გადაცემაში “ორშაბათობა”…
სამშაბათი ნოემბერი 18
In სპორტისაშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ რჩება. საქართველოშიც ის ერთ-ერთი ყველაზე…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიანინო ზარიძე-მაღრაძე: ნუ დაელოდებით დაავადების სიმპტომებს, დროულად მიმართეთ სკრინინგ ცენტრს და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე! „როცა…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიაუახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18,…
ორშაბათი ნოემბერი 17
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება გაიმართა. მომავალი თაობების…
ხუთშაბათი ოქტომბერი 09
In განათლებაქუთაისის მერიამ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა. წელს მერიის ჯილდო 78-მა პედაგოგმა მიიღო. წარმატებულ…
ორშაბათი სექტემბერი 22
In განათლებაქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.…
ხუთშაბათი სექტემბერი 18
In განათლებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად, წარმატებულ პირველ კურსელებს შეხვდა. ადგილობრივი…
ორშაბათი სექტემბერი 08
In განათლებაქუთაისში მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, შენობა სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად…
სამშაბათი სექტემბერი 02
In განათლება