ქუთაისის 37-ი საბავშვო ბაღიდან სამი ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი კოვიდ ინფექციის გამო შეჩერებულია. 32-ე, 35-ე და 37-ე ბაღებშიი ვირუსი დაწესებულებების თანამშრომლებს გეგმიური ტესტირების ჩატარებისას დაუდასტურდათ . ააიპ ბაგა ბაღების გაერთიანების მმართველი ,,დღის ამბებთან,, საუბრისას აღნიშნავს, რომ დანარჩენ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი რეგულაციების დაცვით გრძელდება, დავით წიტაიშვილი ასევე ამბობს, რომ ბაღებში ბავშვთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს.