დღეს ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყო, თუმცა N5 ფილიალში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდა.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველის ინფორმაციით,ბაღში კორონავირუსია დაფიქსირებული, რის გამოც დაწესებულება დახურული რჩება.
ქუთაისში სულ 37 ბაღია, აქედან 36 -ში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდა.
სააღმზრდელო დაწესებულებებში ტესტირება თანამშრომლებს ორ კვირაში ერთხელ, სისტემატიურად უტარდებათ.
პ.ს. ფოტო არ არის გადაღებული N5 ბაგა-ბაღში.