- განათლება
- გადასვლები: 1030
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟვანიას სკოლის ტრენერებს მადლობის სიგელები გადასცა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის იმ ტრენერებს შეხვდნენ, რომლებიც პანდემიის გამოცხადებისთანავე წარმატებით გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ჟვანიას სკოლის თანამშრომელთა თავდაუზოგავმა შრომამ უწყვეტი გახადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისის- სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმისაწვდომობა. პანდემიის პირობებში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის 55 ტრენერს გადაეცა მადლობის სიგელები. შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში წარიმართა. ჟვანიას სკოლა ონლაინ რეჟიმზე პანდემიის გამოცხადებიდან ორ კვირაში გადავიდა.