დღეს მეთორმეტე კლასელებმა სწავლა დაასრულეს- სკოლებში ,,ბოლო ზარი,, დაირეკა.
დღეს მეთორმეტე კლასელებმა სწავლა დაასრულეს- სკოლებში ,,ბოლო ზარი,, დაირეკა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან, მერის მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, მუსიკალური სკოლის, წითელხევის კოტე ფოცხვერაშვილის ხელოვნების სკოლის, საბავშვო ბაღების გაერთიანების აღსაზრდელები და საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
დღესვე მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მერის მოადგილეებმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დააჯილდოვეს მოსწავლეები, რომლებმაც გაიმარჯვეს დედაენის დღისადმი მიძღვნილ მუნიციპალურ კონკურსში - " ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ".

ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლას კლასიკური გიმნაზიის სახელი დაუბრუნდა.გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ინიციატივის ავტორები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და მერიასთან არსებული გამოჩენილ პირთა პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის მდივანი გენადი კუჭუხიძე იყვნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.
სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
2026-2027 სასწავლო წლიდან ცვლილება შედის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესშიც. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.
„ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპში ჩართული იქნება 12 ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.
ქალაქ თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრებ მოსწავლეებს, უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით. აღნიშნული მისამართების ნუსხა და შესაბამისი სკოლები, მეტი მოქნილობის მიზნით, განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მოსწავლის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად.
2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები:
I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2026 წლის 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.
პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2026 წლის 4 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.
ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.
II ეტაპი - ამ ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2026 წლის 21 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით განხორციელდება.
ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები:
• რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
• რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია;
• რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
III ეტაპი - ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია - 2026 წლის 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება;
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
საჯარო სკოლებში III ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2026 წლის 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით.
IV ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.
მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
V ეტაპი - ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2026 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მეხუთე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.
პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
ფოტო-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
ინფრასტურქტურის მინისტრი ქუთაისის მეოთხე და მეშვიდე სკოლის მშობლებმა და მოსწავლეებს ბოდიშს უხდის.ამის შესახებ რევაზ სოხაძემ ქუთაისში ისაუბრა.
მისი თქმით, სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, აქტიურად მუშაობს შეფერხებული სამუშაოების დროული განახლებისთცის.
"მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო მშობლებს და მოსწავლეებს, იმ შეფერხებისთვის რაც ამ ეტაპზე გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არსებული პრობლემები მალე მოგვარდეს, რაც შეიძლება მალე განახლდეს აქტიური სამშენებლო სამუშაოები და ბავშვებმა, რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ სწავლის გაგრძელება,"- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
ქუთაისში მე-4 და მე-7 სკოლების რეაბილიტაცია შეჩერებულია.
მე-7 საჯარო სკოლის მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გაჭიანურებული და დაუსრულებელი სამუშაოები გააპროტესტეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და…
შაბათი ივლისი 25
In საზოგადოებაწყალტუბოს არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ…
შაბათი ივლისი 25
In სპორტიტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში გაიხსნა. ჰაბი პრემიერ-მინისტრმა გახსნა . ,,მოხარული ვარ,რომ დღეს…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოებასაქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთის რეგიონში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით რამდენიმე პროექტს…
პარასკევი ივლისი 24
In სპორტიდღეს ქუთაისში ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ლექსებისა და ჩანაწერების კრებულის ,,ყველა ბაღიდან წავა ზამთარი,, პრეზენტაცია გაიმართება. 19…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითრების ფონდი ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს. 150 მოსწავლეზე გათვლილ…
ხუთშაბათი ივლისი 09
In განათლებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული…
სამშაბათი ივლისი 07
In განათლებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ…
ორშაბათი ივლისი 06
In განათლებაერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე…
პარასკევი ივლისი 03
In განათლებასაქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქუთაისის #41- ე საჯარო სკოლაში ,სადაც საგამოცდო ცენტრია გახსნილი,დაგვიანების ფაქტი…
ხუთშაბათი ივლისი 02
In განათლება