ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ქუთაისში ფორმის შეძენა შეიძლება სარეალიზაციო პუნქტებში 11:00-დან 19:00 საათამდე,ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
№9 საჯარო სკოლაში — თამარ მეფის ქ. №51;
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის №32 საჯარო სკოლაში — ავტომშენებლის ქ. №2.
გაცემის პერიოდია 1–10 სექტემბერი.ღირებულება 95 ლარია.კომპლექტში შედის ერთი პიჯაკი და ორი შარვალი(ბიჭებისთვის), ერთი პიჯაკი,ერთი ქვედაბოლო და ერთი შარვალი (გოგონებისთვის).
II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში,ხოლო V და VI კლასების ფორმები ნოემბრის დასაწყისში.
,,საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია 6 კატეგორია, რომელთა მოსწავლეებსაც სასკოლო ფორმა სასწავლო წელიწადში ერთხელ უფასოდ გადაეცემათ:
მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვები;
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული მოსწავლეები;
თავშესაფრების მომსახურებაში ჩართული მოსწავლეები;
ბავშვთა სახლში განთავსებული მოსწავლეები;
უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს საჯარო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები.
ახალი სტატუსის მიღება
თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილება.
სარეალიზაციო პუნქტში ადგილზე გექნებათ შესაძლებლობა, ბავშვებს ფორმები მოაზომოთ და მათთვის ყველაზე კომფორტული ზომა შეარჩიოთ.
ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით — ტერმინალის საშუალებით ან შესაბამის კოდზე თანხის გადარიცხვით.
გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი.
ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.,,-ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
ფოტო-ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფეისბუქ გვერდი.
