ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 102 წლის მოხუცი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 102 წლის ბებომ დაამარცხა. მოხუცი ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა.ის კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს.  კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცი თავს კარგად გრძნობს და ის კლინიკიდან ხვალ გაეწერება.

ამ დროისთვის,კლინიკაში 77 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს,აქედან 2 კრიტიკულად მძიმეა.

იმერეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა.

დღის სიახლეები

სხვა სიახლეები

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search