განახლებული ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის დღეიდან, 1 ივლისიდან იხსნება.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორდის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 520 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 70,5 ჰა-ს შეადგენს. კანიონის სიღრმე 35-50 მ-ია, სიგანე საშუალოდ 4 მ, ზოგიერთ ადგილას კანიონის კედლები თითქმის უერთდება ერთმანეთს და ბუნებრივ ქვახიდებს წარმოქმნის.
დღეისათვის კანიონი თავისებურ მიკროკლიმატს ქმნის, რაც განაპირობებს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მერქნიანი მცენარის საბინადრო გარემოს ჩამოყალიბებას.