,გვირილობის,, დღესასწაულის პროგრამა ცნობილია.
ქუთაის-ქალაქობის აღნიშვნა ტრადიციულად, ბაგრატის ტაძრიდან,ქალაქის დალოცვით დაიწყება, მოხდება სამი ოთარის ძეგლის პატივგება, იქნება ჯომარდობა.
ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციის გამო ღონისძიებათა ძირითადი ნაწილი ასსაფეხურიან კიბესთან ჩატარდება. აქტივობები 12 საათიდან დაიწყება. 19:00 საათზე კი გალა-კონცერტი გაიმართება.
"გვირილობა",იგივე ორმაისობა ქუთაისში სახალხო დღესასწაულია,რომელის ტრადიცია სათავეს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში იღებს და ის გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივასა და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.