ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის ცენტრამდე ავტობუსები იმოძრავებს-სიახლე დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან  ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. 

 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა. 
 
ავტობუსების განრიგი ფრენებზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარი იქნება. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი. 
 
ქუთაისის აეროპორტიდან შატლები ქალაქის ცენტრში მდებარე DMO იმერეთის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით იმოძრავებენ და ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.
 
,,დადგა ეს ნანატრი დღეც.დღეიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის ცენტრამდე, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება
 
მნიშვნელოვანი ინიციატივაა, განსაკუთრებით იმერეთის ტურისტული ინდუსტრიისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტების ქალაქში მოგზაურობას და გაზრდის ღამის თევის რაოდენობას.,,მარიამ ქვრივიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. 

დღის სიახლეები

სხვა სიახლეები

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search