ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გუმათში გრძელდება, სადაც პოლიციას მეორე დღეა რკინის ჯებირები აქვს აღმართული.,,რიონის ხეობის მცველმა,, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ გუმათჰესთან ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ ჯგუფს ელოდებიან , ამიტომ შესაძლო დაპირისპირებისგან თავის ასარიდებლად მათ რკინის ჯებირებთან ტერიტორია დატოვეს და კარავთან გადაინაცვლეს.
,,ჩვენ არც ერთ ჯგუფთან არ გვაქვს პიროვნული დაპირისპირება. ახლა ვხედავთ რომ სხვა ,ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან აქ თავს , მივმართეთ პოლიციის უფროსს და ვუთხარით, რომ შეიძლება მოხდეს დაპირისპირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია, რაც ცალსახად ხელისუფლების ინტერესია, ამიტომ ამის თავის ასარიდებლად გავემიჯნებით ამ პროცესს და გადავინაცვლებთ ქვეით კარავთან, პოლიცია და ის ჩამოსული ჯგუფები დარჩებიან ერთმანეთის პირისპირ. ჩვენი მიზანი არ არის შევიდეთ ვინმესთან დაპირისპირებაში და ვემიჯნებით ძალადობას. მოდიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა, არ არის რთული მისახვედრი რისთვის შეიძლება მოდიოდნენ აქ. პოლიციას ვუთხარით ეს ყველაფერი და გავაფრთხილეთ , რომ იქონიოთ რეაგირება მაგრამ მათ თქვეს, რომ ვერ ექნებათ ამაზე ვერანაირი რეაგირება,,-ვარლამ გოლეთიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, გუმათჰესტან მიმდინარე აქციაზე მისვლას ქართული მარში და დომენიკ მანგო გეგმავენ.