აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მხოლოდ ბაღდათის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) “ პროექტის ფარგლებში ,პილოტური ინიციატივით „ახალი თაობის“ ეკონომიკური განვითარების გეგმა ექნება.
M4EG განვითარების გეგმის ახალი მეთოდოლოგიის გაცნობისა და პილოტირების
დაწყების მიზნით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში
სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ M4EG-ის (UNDP) გუნდის წევრები და წამყვანი
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ARUP-ის ექსპერტები. ვიზიტის ფარგლებში
გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ და ბაღდათის მერიის საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა თინა აბულაძემ,
ექსპერტებს გააცნეს მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალი, ისაუბრეს გამოწვევებზე და
შეაჯერეს სამომავლო ნაბიჯები გეგმის შემუშავებისათვის.
ვიზიტის ფარგლებში M4EG-ის (UNDP) გუნდის წევრები და
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ARUP-ის ექსპერტები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკურ გუნდს და საკრებულოს დეპუტატებს შეხვდნენ, შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა კურორტი საირმე, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი და ის პროექტები მოინახულეს, რომლებიც M4eg პირველი ფაზის ფარგლებში შემუშავებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმით იყო გაწერილი და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის დაფინანსებით განხორციელდა.
ახალი თაობის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა ბაღდათის მუნიციპალიტეტს, დაეხმარება დაგეგმოს ლოკალური და გლობალური გამოწვების მიმართ მედეგი პროექტები, უფრო მწვანე, ინკლუზიური და მდგრადი
ეკონომიკური განვითარებისთვის. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის
საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ ინტერესის გაღვივებასა და სანდო
პარტნიორების მოძიებას.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივას "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" 2018 წელს შეურთდა. პირველი ფაზის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარები გეგმა მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ექპერტების მიერ შეფასდა უმაღლესი ქულით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებს შორის გამოცხადდა საუკეთესოდ.
„საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო კი 20.6%-ით გაძვირდა.
მათივე მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით ფასები 22.1%-ით გაზრდილია რძეზე, ყველსა და კვერცხზეც.
„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (26.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (22.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (20.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), თევზეული (12.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.4 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.6 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.
ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (13.2 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.7 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება მიმდინარე თვის მონაცემებს, „საქსტატის“ ინფორმაციით, ოქტომბერში ფასები გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე.
მათივე მონაცემების თანახმად, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 2 პროცენტით შემცირდა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (13.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.6 პროცენტი), შაქარი,ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-6.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-2.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.9 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.8 პროცენტით, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (6.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (-1.6 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.1 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.