გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ ახალი დროებითი გადახურვის სამუშაოების დასრულების ვადად 15 აგვისტო იყო დასახელებული,თუმცა როგორ ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს,სამუშაოები ისევ დაუსრულებელია.

,,დღევანდელი მდგომარეობით, სამუშაოები ვერ დასრულდა, მასშტაბურია სივრცე, სადაც კონსტრუქციები და სახურავი ჯერ კიდევ არ არის მოწყობილი.
მეტიც, გარე სამუშაოები გარკვეული პერიოდის მანძილზე სურათზე მოცემულ ნიშნულზეა გაჩერებული.
პროცესის შეჩერების მიზეზები უცნობია.კომიტეტის საინფორმაციო პლათფორმაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
რამდენადაც სამუშაოების გეგმა ხელმისაწვდომი არ არის, ძნელი დასადგენია, რა ეტაპზე გაჩნდა შეფერხება.
ერთადერთი მიზეზი რომ დროის არასწორი გათვლა არ არის, ამაზე ბოლო პერიოდის მანძილზე ფიზიკური სამუშაოების შეწყვეტა მეტყველებს.
ველოდებით კომიტეტის განცხადებას, პროცესში გამოვლენილი პრობლემების, სამუშაოების შეჩერების მიზეზებისა და ახალი ვადების შესახებ.,,-თორნიკე ბარათაშვილი.
გელათის მონასტერი მომლოცველებისა და ტურისტებისათვის 2 ივლისიდან დაიკეტა.მიზეზად გადახურვის სამუშაოები დასახელდა.
ქუთაისის საჯარო ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა თანამედროვე ქორეოგრაფიული წარმოდგენა „ქალაქები მოძრაობენ“ . პროექტი წარმოადგინა ნათია ჩიკვაიძისა და ადამ კოანის შემოქმედებითმა დასმა.
ექსპერიმენტული ტიპის, თანამედროვე ქორეოგრაფიული პროექტი საგანგებოდ შეიქმნა ქუთაისის საზოგადოებრივი სივრცისთვის და ეხება ქალაქის ურბანული მრავალფეროვანი შრეებისა და შინაარსების თემას.

ქორეოგრაფიული ნამუშევარი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება სინამდვილეში ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ, როგორია მისი რაიონული განლაგება და თუ დარჩა მასში რაიმე ადგილი ჩვენთვის ბეტონსა და მეტალს მიღმა, სად ხდება ქალაქისა და ინდივიდუალური ადამიანების ურთიერთგადაკვეთა, რა ცვლილებები განიცადა ურბანულმა ქსოვილმა წლების განმავლობაში.
წარმოდგენა „ქალაქები მოძრაობენ“ შემოქმედებითი გუნდის, ურბანულ კონტექსტთან ინტენსიური მუშაობისა და კვლევის შედეგად შეიქმნა.

თანამედროვე ცეკვის წარმოდგენა გაიმართა სამ ლოკაციაზე:
▪️ მწვანე ბაზარში;
▪️ სიყვარულის პარკში;
▪️ მდინარე რიონის ნაპირზე.
წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ნათია ჩიკვაიძისა და ადამ კოჰანის შემოქმედებითი გუნდის მოცეკვავეები: ადამ კოჰანი, თანია, ოლჰა ვიდიშევა, ანასტასია რუდი, მიშა ზაქაიძე, თიმ აუდინი, ჯონათან რასელი, საბრინა ბელენზიერი, ივან ბერაზუსკი, ნათია ჩიკვაიძე.