ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ვირუსი 20-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა უკვე დატოვეს. მათ შორის არიან ბავშვები და ორსულები.
ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ვირუსი 20-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა უკვე დატოვეს. მათ შორის არიან ბავშვები და ორსულები.
ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.ვირუსი სხვადასხვა კლასში ოთხ მშობელს და ასევე ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. შესაბამისად სასწავლო დაწესებულება 12 დღიან ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. სკოლის დირექტორის, სალომე სარალიძის ინფორმაციით, მასწავლებლის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტია. სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 62 წლის მამაკაცი Covid19-ით გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან აჭარაშია - 196 შემთხვევა, თბილისში- 178, იმერეთში 65 , გურიაში -1, მცხეთა-მთიანეთში - 4, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 13, ქვემო ქართლში - 15, შიდა ქართლში - 6.
ბოლო 24 საათში 7 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 3 აჭარაში , 1 - საჩხერეში, 2 კი თბილისში.კორონავირუსით გარდაცვალების სულ 91 შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 6538 -ს შეადგენს.
კორონავირუსის 523 შემთხვევიდან იმერეთში 117 შემთხვევა დადასტურდა.თბილისში 194, აჭარაში 172, სამეგრელო-ზემო სვანეთში 16, გურიასა და შიდა ქართლში 7-7 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლში -4 , კახეთში სამი, სამცხე-ჯავახეთში - 2, მცხეთა -თიანეთში 1 .
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 6327-ს შეადგენს.
კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა , მათ შორის ერთი ქუთაისში. გარდაცვლილთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი ქუთაისიდან იყო და ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მამაკაცის გადარჩენა თანმხლები დაავადებების გამო ვერ მოხერხდა.
✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება24-25 მაისს, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, - ამის შესახებ…
ორშაბათი მაისი 25
In ეკონომიკაქართული კლასიკო- თბილისის ,,დინამოსა,, და ქუთაისის ,,ტორპედოს,, შეხვედრა დღეს თბილისში გაიმართა. თამაში ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა,…
კვირა მაისი 24
In სპორტი