იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების კლინიკურ მართვაზე ისაუბრა. მხარის რწმუნებულმა სახლის პირობებში და საკარანტინე სივრცეებში მსუბუქი შემთხვევების მართვის გეგმა კიდევ ერთხელ განიხილა. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში უსიმპტომო პაციენტების მართვა ბინაზე, ექიმების მეთვალყურეობით მოხდება.
,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა ,სადაც ბრიფინგი გამართა. გიგა შუშანიას განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი, კვლავ საფრთხის წინაშეა. მისივე თქმით ტაძრის სახურავის დაზიანებული ნაწილის თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს, ამით კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხარვეზების განცხადებით ხელისუფლების მიზანია , პრობლემა არჩევნებამდე დამალოს, რასაც მისი შეფასებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ეწირება.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამჟამად, საავადმყოფოში 52 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 24 ბავშვია. 3-ის პაციენტის მდგომარეობა ა მძიმეა. 21 კოვიდდადებითი სიმპტომურ მკურნალობას გადის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სულ იმერეთის მასშტაბით 1768 ტესტი ჩატარდა, საიდანაც კორონავირუსი 27 ადამიანს დაუდასტურდა. ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ნაწილი უკვე ცნობილ კლასტერებს უკავშირდება, ნაწილი იყო თვითიზოლაციაში და მათგან ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. თუმცა გამოვლინდა კიდევ ახალი კლასტერი, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს.
ჯამში იმერეთის კლინიკებში 301 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კოვიდმიმღებ სასტუმროში 77 ადამიანია განთავსებული.დღეიდან იმერეთში უსიმპტომო პაციენტებს ბინაზეც უმკურნალებენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ერთ-ერთი სახინკლის თანამშრომელს დაუდასტურდა. 41 წლის მამაკაცი სახინკლე ,,საჩვენოში,, ბარმენად მუშაობდა. ვირუსი დაუდგინდა მისი ოჯახის 5 წევრს და კვების ობიექტის კიდევ ხუთ თანმშრომელს .ინფორმაციას ადასტურებს ბაღდათის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო მაჩიტაძე.მისი თქმით კონტექტების მოძიება მიმდინარეობს, თუმცა ვინაიდან სახინკლეს ყოველდღიურად ბევრი ადამიანი სტუმრობდა, სავარაუდოდ კონტაქტები მრავალრიცხოვანია.
იმერეთის სამოქალაქო საზოგადოება ქუთაისში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვრცელი განცხადებით ეხმაურება. ,,ქუთაისის…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოება8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოება3-4 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში ამ დღეს სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება. ხარება ერთ-ერთი…
სამშაბათი აპრილი 07
In რელიგია