“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში კორონავირუსისგან ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა . 36 კვირის ორსული ქალბატონისათვის ორჯერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა.პაციენტი,რომელიც ზუგდიდიდან არის,კლინიკას დღეს დატოვებს.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში კორონავირუსისგან ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა . 36 კვირის ორსული ქალბატონისათვის ორჯერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა.პაციენტი,რომელიც ზუგდიდიდან არის,კლინიკას დღეს დატოვებს.
საქართველოში, კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ჯამური მაჩვენებელი 4960 გახდა.
იმერეთის მონაცემებს რაც შეეხება,მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში 1182 ტესტი გაკეთდა და აქედან დაფიქსირდა კოვიდინფიცირების 55 ახალი შემთხვევა.
აჭარაში არის 166 ახალი შემთხვევა, იმერეთში-55, გურიაში-9, თბილისში-41, კახეთში-1, მცხეთა-მთიანეთში-2, სამეგრელო და ზემო-სვანეთში-18 , სამცხე-ჯავახეთში-1, ქვემო ქართლში-3 შემთხვევა.
კრიტიკულად მძიმეა 19 პაციენტის მდგომარეობა,აქედან 17 მართვით სუნთქვაზეა.
გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი და მათი რიცხვი 1819 გახდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების კლინიკურ მართვაზე ისაუბრა. მხარის რწმუნებულმა სახლის პირობებში და საკარანტინე სივრცეებში მსუბუქი შემთხვევების მართვის გეგმა კიდევ ერთხელ განიხილა. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში უსიმპტომო პაციენტების მართვა ბინაზე, ექიმების მეთვალყურეობით მოხდება.
,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა ,სადაც ბრიფინგი გამართა. გიგა შუშანიას განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი, კვლავ საფრთხის წინაშეა. მისივე თქმით ტაძრის სახურავის დაზიანებული ნაწილის თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს, ამით კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხარვეზების განცხადებით ხელისუფლების მიზანია , პრობლემა არჩევნებამდე დამალოს, რასაც მისი შეფასებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ეწირება.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამჟამად, საავადმყოფოში 52 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 24 ბავშვია. 3-ის პაციენტის მდგომარეობა ა მძიმეა. 21 კოვიდდადებითი სიმპტომურ მკურნალობას გადის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის…
ოთხშაბათი იანვარი 28
In საზოგადოებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას…
ოთხშაბათი იანვარი 28
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.…
ოთხშაბათი იანვარი 28
In საზოგადოებაფეისბუქ გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ინფორმაციას ავრცელებს. ,,ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება…
ოთხშაბათი იანვარი 28
In ჯანდაცვასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე…
ოთხშაბათი იანვარი 28
In საზოგადოება