102 წლის ბებომ, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა ,კლინიკა დატოვა.ქუთაისის ინფექციური კლინიკის მედ-პერსონალმა მოხუცი აპლოდისმენტებით გააცილა. ის ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს. გალინა ბებო კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის , ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცი თავს კარგად გრძნობს და მან კლინიკა დატოვა.
"102 წლის გალინა ბებომ ვირუსი დაამარცხა. ის კლინიკიდან გავწერეთ. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 74კოვიდ ინფიცირებული პაციენტი. 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 13 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასევე გვყავს ჩვილებიც", - განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა - 603, იმერეთი - 619, ქვემო ქართლი - 122, შიდა ქართლი - 140, გურია - 94, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 397, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 97, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289.
5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541, აჭარაში - 890, იმერეთში - 1 049. მძიმე პაციენტებიდან იმერეთში 162 მკურნალობს. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის, იმერეთში30.
3 361 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათგან 282 - იმერეთში. 8 573 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 425 ადამიანი, მათ შორის, იმერეთში 32. თვითიზოლაციაშია 43 263 ადამიანი, საიდანაც იმერეთში - 4 921.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 7, იმერეთში - 10, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 163 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 58 674-მდე.