კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალი ქუთაისის კლინიკა ,,ბომონდში,, ბათუმიდან გადმოიყვანეს.24 წლის ორსული 36 კვირის იყო, მას ვირუსი 14 აგვისტოს დაუდასტურდა.
ბათუმის კატასტროფის ბრიგადის მიერ იქნა 20-ში გადმოყვანილი 24 წლის გოგონა,ქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომპიუტერული ტომოგრაფიის მიხედვით ფილტვის დაზიანების ინდექსი იყო 17 ქულა,გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა საკეისრო კვეთა,დაიბადა მდედრობითი სქესის ახალშობილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,,-განაცხადა მამია ყიფიანმა , კლინიკა ,,ბომონდის,, კლინიკურმა მენეჯერმა.
გარდაცვლილი გონიოში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ქორწილში დაინფიცირდა.ის აცრილი არ ყოფილა.