საქართველოში კორონავირუსის 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 291 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 441 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 181, „პისიარ“-ტესტით –6 260.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,92%, ბოლო 14 დღის – 5,49%, ბოლო 7 დღის – 5,67%.
თბილისში გამოვლინდა 490 შემთხვევა,იმერეთში 50,აჭარაში 66, გურიაში 21, სამეგრელო-ზემო- სვანეთი 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 4, შიდა ქართლი 43, ქვემო ქართლი 32,მცხეთა-მთიანეთი 11,კახეთი 32,სამცხე-ჯავახეთი 7.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 937 640 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 900 159 გამოჯანმრთელდა, 13 905 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 59, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 507 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 814 პირი.