ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და კადეტები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და კადეტები ესწრებოდნენ.
ქუთაისის ორ საბავშვო ბაღში კორონა ვირუსი დაფიქსირდა.22-ე და 25-ე ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.22-ე ბაღში ვირუსი 2 თანამშრომელს, ხოლო 25-ში ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.
ინფიცირებულებს,რომლებსაც არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ, კოვიდ-19 გეგმიური ტესტირებისას გამოუვლინდათ.ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განმარტა,რომ 2 კვირაში აღნიშნული ფილიალები სააღმზრდელო პროცესის განახლებას შეძლებენ,მანამდე კი ქუთაისის მასშტაბით რეგისტრირებული 37 ფილიალიდან 35 შეუფერხებლად ფუნქციონირებს.
ქუთაისში დისტანციურ სწავლებაზე გადასული საკლასო ჯგუფების რაოდენობა 40-მდე გაიზარდა
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გამო სრულ დისტანციურ რეჟიმზეა გადასული 2 საჯარო სკოლა, ონლაინ გაკვეთილებზე გადასვლის სურვილი კი 2090-მა მოსწავლემ გამოთქვა
ქალაქ ქუთაისის 38 საჯარო სკოლიდან კორონავირუსის დადასტურების გამო, ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ რეჟიმზე გადასულია ორი საჯარო სკოლა, რომელიც ერთ შენობაშია განთავსებული- 23-ე და მე-7-ე საჯარო სკოლები, ხოლო ჰიბრიდულ სასწავლო სისტემაზე ქალაქის მასშტაბით ჯამში სხვადასხვა სკოლის 38 კლასი იმყოფება.
ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა. კოლეჯის გახსნის ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი იმერეთის გუბერნატორთან ზვიად შალამბერიძესთან ერტად დაესწრო.ღონისძიების ფარგლებში სტუდენტების მიერ დამზადებული ნამუშევრები დათვალიერეს. თამარ ქიტიაშვილის განცხადებით პროფესიული განათლება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, გრძელდება მნიშვნელოვანი რეფორმები ამ სფეროში, რაც გულისხმობს კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება - რეაბილიტაციას.
ოლეჯის განახლებულ აუდიტორიებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და სასწავლო სახელოსნოებში ყველა ასაკის 700-მდე მსურველი დაეუფლება სასურველ პროფესიას. კოლეჯში სტუდენტები ბიზნეს ადმინისტრირებას, ინჟინერიას, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიას, ისწავლიან, ასევე არის სპეციალობები მომსახურების სფეროსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით.
კორონავირუსის დაფიქსირების გამო სწავლების ონლაინ რეჟიმზეა ქუთაისის N7 საჯარო სკოლა. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ამავე შენობაში დროებით განთავსებულია N23 სკოლა და შესაბამისად მოსწავლეები იქაც დისტანციურად სწავლობენ.მეშვიდე საჯარო სკოლაში ვირუსი დაუდასტურდა ორ მოსწავლეს, მანდატურს, ორ დამლაგებელსა და სკოლის ექიმს.
დროებით დახურულია ქალაქის N22 და N 13 ბაგა-ბაღებივ. გაერთიანების მმართველის დავით წიტაიშვილის განცხადებით, პედაგოგები პეროდულად იტესტებიან და სწორედ გეგმიური შემოწმებისას მოხდა ვირუსის დაფიქსირება. სკოლანდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად განახლდება.
ბაღდათის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირებას მუნიციპალური განვითარების ფონდის კონკურსში გამარჯვებული კომპანია WALL Architecture 2026 წლის…
კვირა იანვარი 25
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით…
კვირა იანვარი 25
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს ბანკის ფილიალი გაიხსნა. ფილიალი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან…
შაბათი იანვარი 24
In საზოგადოებაჭიათურის სამგზავრო ბაქანსა და მოსაცდელ პავილიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია,,ბინი,, შეასრულებს. ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა…
პარასკევი იანვარი 23
In საზოგადოება24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26…
პარასკევი იანვარი 23
In საზოგადოება