ბაღდათის მუნიციპალიტეტი ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის შესარჩევ ტურში მარავალფეროვანი ნომრებით წარსდგა.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის შესარჩევი ტური ქუთაისის ოპერის თეატში გაიმართა. მასში ბაღდათის წყალტუბოს, ქუთაისის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ასევე სახვითი ხელოვნების და ხეზე კვეთის ოსტატებმა, სახალხო მთქმელებმა და მგალობლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური აფასებდა.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მიზანია ქართული , ასევე საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსის, ფოლკლორის დარგებისა და ჟანრების ნიმუშთა მოძიება, საქართველოს თითოეულ კუთხესა და სოფელში ხალხური შემოქმედების დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია.
აღნიშნული ფესტივალი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მონაწილეთა შეკრებას და ირგანიზებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური და ა.ა.ი.პ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი უწევს.
6 ივნისს 19 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს პიეტრო მასკანის შედევრს - ერთმოქმედებიან ოპერას “სოფლის ღირსება”.
"სოფლის ღირსება" იტალიელი მწერლის ჯოვანი ვერგას ნოველაა - პატარა ლიტერატურული შედევრი, რომელიც 1889 წელს გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ძალზე წარმატებულმა ინსცენირებამაც შეუწყო ხელი. პიესა გამოირჩევა მოქმედების, სიუჟეტის მაქსიმალური კონცენტრირებულობით. ნაწარმოებში მოვლენები ვითარდება ერთი დილის - აღდგომის დილის განმავლობაში, რამაც ძალზე მიიზიდა პიეტრო მასკანი. ლიბრეტოს შექმნაზე მუშაობდნენ ჯოვანი ტარჯონი-ტოცეტი და გვიდო მენაში. "სოფლის ღირსების" პრემიერას 1890 წლის 17 მაისს რომში ტრიუმფული წარმატება ხვდა წილად, რის შემდეგაც ოპერა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიდგა და ვერიზმის მხატვრული პრინციპების, შემოქმედებითი პოზიციის ფართო გავრცელებას შეუწყო ხელი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით 2018 წელს აღდგენილი სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე, მხატვარ-შემსრულებელი ირაკლი სვანიძე (სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის - თემურ არსენიძის სცენოგრაფიის მიხედვით).
“სოფლის ღირსებაში” მონაწილეობას მიიღებენ: უცხოეთში დიდი წარმატებით მოღვაწე ქართველი ტენორი ირაკლი კახიძე (ტურიდუ), ახალგაზრდა მომღერალი, ალექსანდრე ხომერიკის აღზრდილი, თბილისის ოპერის თეატრის მიწვეული სოლისტი თამარ ლებანიძე (სანტუცა), ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: ინგა ფუტკარაძე (ლუჩია), ბაკურ კვირიკაშვილი (ალფიო), ირმა შავგულიძე (ლოლა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე) და ორკესტრი. სპექტაკლს იდირიჟორებს გიორგი რევიშვილი.
აირაკლი კახიძე პირველი ქართველი ტენორია, ვინც 2018 წელს ორანჟის ცნობილ, ძალზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე იმღერა .ის დიდი წარმატებით მოღვაწეობს ევროპის ქვეყნებში.პანდემიის დროს წარმატებული სპექტაკლები ჰქონდა მას ასევე ჰონგ კონგში. ირაკლი კახიძეს შემოქმედებითი პარტნიორობა აკავშირებს ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ლუდოვიკ ტეზიე, ლატანია მოორე, მიშელ ფოლე, ტატიანა სერჟანი, ბეატრის ურია-მონძონი, ეკატერინე სემენჩუკი, ერვინ შროტი, რომან ბურდენკო, დრაგანა რადაკოვიჩი, სვეტლა ვასილევა, ოლესია პეტროვა, ვლადისლავ სულიმსკი, ქეთრინ ფოსტერი და სხვა.
ირაკლი კახიძეს ქუთაისის ოპერის თეატრში არაერთხელ აქვს ნამღერი .