რიონის ხეობის მცველებს ნამოხვანჰესის მშენებლობის ტერიტორიისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. პოლიციამ გუმათჰესთან გზა გადაკეტა და ლეჩხუმის ხეობისკენ არ უშვებს იმ ხალხს, რომლებიც ჰესის აგების წინააღმდეგ გამოდიან.ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კომპანია ,,ენკამ,, კლდის აფეთქების სამუშაოები დაიწყო.გუმათჰესი დაახლოებით 15 კილომეტრით არის მოშორებული იმ ადილიდან , სადაც ნამოხვანჰესის სამუშაოები მიმდინარეობს. მათი თქმით, სხვა ადამიანებისთვის გადაადგილების შეზღუდვა არ მოქმედებს.