კომპანია ,,ენკა,, განცხადებას ავრცელებს და განმარტავს,რომ გუმათგესის ტერიტორიაზე გზის გადაკეტვა მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებს უკავშირდება. "დღეს, კომპანია “ENKA”-მ სადერივაციო გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აწარმოა.
შესრულებული სამუშაოების უსაფრთხოების ზომები ითვალისწინებდა სოფელი ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე დროით საავტომობილო მოძრაობის შეჩერებას.
მოცემულ ტერიტორიაზე გადაადგილება დაშვებული იყო მხოლოდ კომპანიის მშენებლობაში მონაწილე მანქანებისთვის.
აღნიშნული შეფერხების გამო, კომპანია "ENKA" ბოდიშს უხდის მოსახლეობას."-წერია განცხადებაში.