ქუთაისში ორგანიზაცია ,, ქუთაისი დნიპროსთვის" დაარსდა.
ორგანიზაციას 19 დამფუძნებელი ყავს.
კოტე ჭარხალაშვილი, მიხეილ მუმლაძე, ლევან ადეიშვილი, მაგული ჩხობაძე,გაგა ( სახე) ავალიანი ,ქეთი ბერძენიშვილი,ხვიჩა ვაშაყმაძე, მარიკა ვაჭარაძე, აკაკი საღინაძე,ლელა მოწონელიძე, მაკა ხეცურიანი, იმედა ონიანი, ია იაშვილი,ნიკა დეისაძე,ლაშა ბერეკაშვილი,გიორგი გველესიანი,სოფიო როინიშვილი,ზაალ კუხიანიძე, ქეთი დეისაძე.
ორგანიზაციამდე ქუთაისში ჯგუფი"ქუთაისი დნიპროსთვის" შეიქმნა,რომელსაც უკრაინულ მხარესთან პირველი კომუნიკაცია უკვე ქონდა.
შეგახსენებთ,ქუთაისის დაძმობილებული ქალაქი დნიპრო რუსეთმა 14 იანვარს დაბომბა.დნიპროს მერმა ქუთაისს დახმარება თხოვა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება დაიწყო.
ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 23 საცხოვრებელი სახლი და ორი ადმინისტრაციული შენობა დააზიანა.
გადასახური თუნუქი და ხის მასალა დაზარალებულ ოჯახებს დღეს გადაეცეთ.
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ზარალი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაშია შექმნილმა კომისიამ შეისწავლა და მყისიერი რეაგირება მოახდინა.