3 მარტს თბილისში დედების საპროტესტო აქცია იგეგმება.აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია,,ვეძებ,,
,, გვაქვს ორი მოთხოვნა !შეცვალონ კანონმდებლობა და გაშვილებულ , სრულწლოვან ადამიანებს მოგვცენ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ და გამწარებულ დედებს გასცენ პასუხი, სად წავიდნენ ის ბავშვები, რომლებიც ვითომდა სამშობიაროს სასაფლაოებზე დაკრძალეს "-თამუნა მუსერიძე,ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეძებ" დამფუძნებელი.
,, ათი ათასობით დედა გაძარცვეს და ყველაზე ღირებული მოპარეს, მათ შვილები გაუქრეს. ყვირიან, იძახიან, შველას ითხოვენ,თუმცა პასუხს ვერ იღებენ. ოფიციალურად მათი შვილები ცოცხლები არიან, მაგრამ შვილები გარდაცვლილებად გამოუცხადეს. გვეყოფა ლოდინი, გამოდი 3 მარტს, 17 საათზე” - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეიდან ქუთაისში ტრანსპორტით გადაადგილება გაძვირდა.ღირებულება 60 თეთრი გახდა.ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატებმა მიიღეს.
"ცვლილების მიზანია მოსახლეობისთვის საიმედო და ხარისხიანი სატრანსპორტო მომსახურების მიწოდება, სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის პირობების გაუმჯობესება და მათი გამართული ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა."-განმარტეს ქუთაისის საკრებულოში.