ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ბავშვთა საერთაშორისო დღე საერთაშორისო დღესასწაულია,რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე 1925 წელს დაარსდა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კი პირველი ივნისი 1950 წლიდან აღინიშნება .
1 ივნისს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბავშვებისთვის გასართობი და კულტურული ღონისძიებები ეწყობა.
თუმცა, ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც დაცული იქნება მათი უფლებები.
1 ივნისს,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.
აქტივობები 14:00 საათიდან დაიწყება.ყველა ღონისძიება ვერიკოს სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
ჩატარდება კონცერტი,ტურნირი ჭადრაკში,მოეწყობა გამოფენა.
ორგანიზატორი ქუთაისის მერიის კულტურულ, სახელოვნებო ,საგანმანათლებლო დაწესებულებათა გართიანებაა.
ასევე 1,2 და 3 ივნისს გაბაშვილის სახელობის პარკში გარკვეული ატრაქციონები იმუშავებს უფასოდ .
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1, 2 და 3 ივნისს, ქუთაისში, ბ. გაბაშვილის სახ. კულტურისა და დასვენების პარკში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, 10 საბავშვო ატრაქციონი პატარებს უფასოდ მოემსახურება, ხოლო მოზრდილთა 4 ატრაქციონის საფასური 3 ლარის ნაცვლად იქნება 2 ლარი.
საბაგირო გზით სარგებლობის საფასური არ იცვლება.
ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა.
19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი,…
შაბათი სექტემბერი 19
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების…
პარასკევი სექტემბერი 18
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. საქართველოს თურქულ კომპანია Enka…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებასაავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოება