ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა აქტიურად გრძელდება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პარტნიორი გერმანული კომპანია "FICHTNER"-ის და ქართული კომპანია „PMCG”-ს წარმომადგენლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაციის პროექტის და თანხმლები აქტივობების პრეზენტაცია გამართეს.
აღნიშნული კომპანიები, ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაციის, საპროექტო კვლევას და მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს.
"კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმის განვითარებისთვის“ ასე ქვია პროექტს, რომელიც იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტი ქალაქ ბაღდათის წყლის სისტემის და წყალარინების სრულ უზრუნველყოფას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მოიცავს.
გერმანული კომპანია “FICHTNER"-ის წარმომადგენლები, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსებთან დაკავშირებით მოკვლევით სამუშაოებს პერიოდულად აწარმოებენ და ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას.
ასევე გაცნობებთ, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე წინადადებების მიღება დასრულდა და მიმდინარეობს წარმოდენილ აპლიკაციების შეფასება მოკლე სიის პრტენდენტების გამოვლენის მიზნით.
როგორც გერმანული საინჟინრო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, საპროექტო კვლევების საფუძველზე სატენდერო პირობებსა და დოკუმენტაციაზე მუშაობა სრულდება და ნოემბრის თვეში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაიწყება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების და წყალარინების პროექტის პრეზენტაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თვმჯდომარე ნოდარ გიორგიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე წარმატებულ ახალგაზრდა ქუთაისელ მოჭადრაკეს ანასტასია კირთაძეს შეხვდნენ, სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ანასტასია კირთაძე ( მწვრთნელი გიგა ყუფარაძე) ქუთაისის საჭადრაკო სკოლის აღზრდილია და მისი წარმატებები სხვადასხვა რანგის ტურნირებზე მეტად შთამბეჭდავია.
ახალგაზრდა მოჭადრაკე არის ევროპისა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში და ვერცხლის მედალოსანი ელვისებური ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში.