ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა.
მისივე თქმით, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა.
ასევე, როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, 28 ნაპოვნი გარდაცვლილიდან, 2-ის იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა.
„გვიან ღამით სამი ადამიანი სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენეს. 28 გარდაცვლილიდან, ამჟამად 2-ს დნმ კვლევები უტარდება. აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავებული არ არის. მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ადგილები ხელმეორედ დამუშავდა.
გარდა ამისა, სამძებრო სამუშაოები როგორც მდინარე ჭანჭახის, ისე მდინარე რიონის სანაპიროებზე აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა კუნძულები, ფორმირდება კალაპოტები“, - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონაში ჯერ კიდევ ეძებენ 5 დაკარგულ ადამიანს, საიდანაც 4 ბავშვია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 და 22 აგვისტოს უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მეჩვიდმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანა. დაზარალებული…
კვირა ნოემბერი 22
In საზოგადოებადასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში 24-25 ნოემბერს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება. ,,24-25 ნოემბერს დასავლეთ…
კვირა ნოემბერი 22
In სხვა სიახლეებიშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე რიონის ადიდების გამო…
შაბათი ნოემბერი 21
In საზოგადოებაქუთაისში მომხდარ აფეთქებას ,,სოკარ საქორგაზი,, ეხმაურება. ,,ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის N 50-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის…
შაბათი ნოემბერი 21
In საზოგადოებაქუთაისში, ავტოქარხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზ.ჭავჭავაძის ქუჩაზე, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების გამო ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში…
შაბათი ნოემბერი 21
In საზოგადოება