ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში, დევიძეების საუბნო გზის
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში, დევიძეების საუბნო გზის
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს , 101 წლის შოთა ჩიხლაძე ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქუთაისის მერმა მიულოცა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სილაგაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთნ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ვლადიმერ გუბელაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს სამამულო ომში დაღუპული გმირის ხსოვნას. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული პერფორმანსი წარადგინეს.
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი შესრულდა.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში, საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომი, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე გაგძელდა, 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია გაზიარებული არ იქნა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air ახალ რეისებს იწყებს. 12 იანვრიდან, კვირაში 4 ჯერ ქუთაისიდან ფრენები…
პარასკევი ნოემბერი 21
In საზოგადოებაჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა.…
პარასკევი ნოემბერი 21
In ჯანდაცვა21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება.მათი სახელობის ეკლესია ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე მდებარეობს. მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა…
პარასკევი ნოემბერი 21
In რელიგიაქუთაისში, რუას ქუჩის I ჩიხში საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი დავით…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასამშაბათს, 25 ნოემბერს, ჭიათურელი მაღაროელების 270-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბებიან. აქცია…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოება