პროექტის:"იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში"-ფარგლებში,25 აპრილს დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო ჯგუფისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საკრებულოს დეპუტატები,ასევე მერის მოადგილე და სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს დევნილთა თემებში არსებული გამოწვევები და პრობლემები გააცვნეს,იმსჯელეს მათი გადაჭრის გზების ძიებაზე.
გენდერული თანასწორობის საბჭომ დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო ჯგუფს მხარდაჭერა გამოუთქვა.მიღებული ინფორმაციების საფუძველზე იდენტიფიცირებული პრობლემების მიხედვით მომზადდება წერილები ,რომლებიც განსახილველად გადაეგზავნება მერიის შესაბამის სამსახურებს.
მერის მოადგილემ ,თამარ დახუნდარიძემ აღნიშნა,რომ დევნილ ქალთა და გოგონათა სამიზნე-სამუშაო ჯგუფი მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება და აღუთქვა, რომ კომპეტენციის ფარგლებში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად მათთან ერთად იმოქმედებს.