4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
კონტროლს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები, სპეციალური ხელსაწყოებით განახორციელებენ.
სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) - 300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში - 600 ლარით.
იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარით.
გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმებაზე თავის არიდება ისჯება იგივე სანქციით.
ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მფლობელი ან/და მესაკუთრე, თავისი ხარჯით, სათანადო სატრანსპორტო საშუალებას აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ჩაუტარებს ინსპექტირებას და დადგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი დადგენილ ნორმას შეესაბამება.
გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი საქართველოს 4 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში არსებული სკეიტ-პარკი სავალალო მდგომარეობაშია. ინფრასტრუქტურა უკვე თვეებია დაზიანებულია და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.დაზიანების ამსახველი ვიდეო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, იმერეთის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ,თემურ ცამციშვილმა გაავრცელა.
,, ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს ერთადერთი პრიორიტეტი,ეს არის ბიუროკრატია და მისი ზრდა,რომელსაც საარჩევნოდ ,, ქართული ოცნება,, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს,მათ შორისაა მოსწავლე ახალაგზრდობის პარკიც,იმის მაგივრად ეს თანხები,ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ხმარდებოდეს,დიდი ნაწილი,ისე როგორ სხვაგან ,იხარჯება ხელფასებში და ბიუროკრატიის შენახვაში.მნიშვნელოვანია მსგავსი პრობლემების მოკლე დროში მოგვარება,რამოდენიმე ბავშვმა დაზიანებაც მიიღო.რამოდენიმე თვეა სკეიტ პარკი დაზიანებულია,მაისშიც ასე იყო,მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოყოლია.,,-თემურ ცამციშვილი.