ვანდალური ფაქტი ქუთაისში-ქალაქის ცენტრში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული კედლის მხატვრობა დაზიანებულია. მოხატული კედელი შავი საღებავით შესრულებული წარწერით არის გადაფარული.
აღნიშნული კედელი მონპლაზიროს თაღის ტერიტორიაზე 2016 წელს მოიხატა.
ვანდალური ფაქტი ქუთაისში-ქალაქის ცენტრში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული კედლის მხატვრობა დაზიანებულია. მოხატული კედელი შავი საღებავით შესრულებული წარწერით არის გადაფარული.
აღნიშნული კედელი მონპლაზიროს თაღის ტერიტორიაზე 2016 წელს მოიხატა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 19-20 უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს .
,,აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.,,-სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
სოფელი ახმაჯი რუსი ოკუპანტების მიერ არის ოკუპირებული.
ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი…
შაბათი იანვარი 17
In საზოგადოება17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან…
შაბათი იანვარი 17
In საზოგადოებაქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს 4 ჭიათურელი მაღაროელის პროცესი გაიმართა. მხარდამჭერები ელოდნენ,რომ მოსამართლე დღეს განაჩენს გამოაცხადებდა,თუმცა…
პარასკევი იანვარი 16
In საზოგადოება2025 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1 250 417 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით რეკორდულ…
პარასკევი იანვარი 16
In საზოგადოებადღეს, 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურელი მაღროელების დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. სავარაუდოდ დღესვე…
პარასკევი იანვარი 16
In საზოგადოება