ძლიერი წვიმის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში საცხოვრებელი სახლების ეზოები და სახნავ სათესი სავარგულები დაიტბორა.
უხვმა ნალექმა დააზიანა ასევე, სოფელ წითელხევში ჭალისა და დევიძეების უბანში შიდა საუბნო გზა.აღნიშნული გზა მეწყრულ ტერიტორიას ეკუთვნის და მას გამაგრებითი სამუშაოები რამდენჯერმე ჩაუტარდა.
სოფელს აქვს შემოვლითი გზა და მოსახლეობა ს შეუძლია ალტერნატიული გზით ისარგებლონ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, ინფრასტრუქტურის სამსახური და მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში მოსახლეობას შესაბამის დახმარებას უწევენ. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.