,, დღეს და ხვალ კი გვაქვს საქართველოში ზამთრისეული და ცივი ამინდი, თუმცა ამ ყველაფერს კვირის ბოლოს შემოდგომისთვის დამახასიათებელი ტემპერატურა შეცვლის, ვერა და ვერ მოიკიდებს ფეხს ზამთარი საქართველოში, ვერც ამ გაავდრების დროს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რევაზ ლაღიძის სკვერში განთავსებული ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 20 დეკემბერს 18:00 საათზე საზეიმო ვითარებაში აინთება.
17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება განსხვავებულად აღნიშნეს ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში.დაწყებითი საფეხურის პედაგოგის,ნანა კაცაძის ინიციატივით,სპონტანურად მოწყობილმა აქტივობამ მთელი სკოლა მოიცვა.მასწავლებელმა და პირველი კლასის მოსწავლეებმა ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით ხელში სკოლა შემოიარეს და კანდიდატის სტატუსი დირექციას, პედაგოგებს და მოსწავლეებს მიულოცეს. განსხვავებული იყო თავად პედაგოგის ჩაცმულობაც.

,,გუშინ გულის ფანცქალით ველოდი,რას გადაწყვეტდა ევროპული საბჭო. ალბათ ჩემზე ბედნიერი ადამიანი ცოტა თუ იყო იმ დროს, როცა გავიგე, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე. თავში გაკვეთილის რამდენიმე სცენარი მიტრიალებდა. წინა დღით დაგეგმილი აქტივობები სრულიად შევცვალე და სკოლაში ევროკავშირის დროშის ფერებით გამოვცხადდი. ჩემი პატარები, ხომ ჯერ კიდევ პრეოპერაციულ , ან უკეთეს შემთხვევში, კონკრეტულ ოპერეციულ სტატიაზე არიან ასაკობრივი განვითარებით. ამ ასაკში კი ცენტრაცია და მხედველობითი მეხსიერება დიდ როლს თამაშობს. იმას რასაც სიხარულით, დიდი ინტერესით და აღფრთოვანებით შეასრულებენ , არასოდეს დაავიწყდებათ. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი -მნიშვნელოვანი თარიღების საინტერესო აქტივობებით უკვდავყოფა! ჩვენი სკოლის წინ ქუჩა დროშებით რომ დამხვდა მორთული , კარგად მენიშნა. სკოლაში შესულს კი, დირექტორი საქართველოს დროშის ფერებში გამომეცხადა. შესანიშნავი დასაწყისი იყო დღის!
სიხარულით შევაღე კლასის კარი და ჰოი საოცრებავ! მას თქვენ ევროკავშირი ხართ? რატომ გაცვიათ ასე? რა საინტერესოდ გამოიყურებით! დამაყარეს ჩემმა მერცხლებმა. მერე კი თანმიმდევრულად ავხსენით, თუ რას ნიშნავდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობა და რატომ არის ნათელი გზა ევროპისაკენ. გადავწყვიტეთ, ჯერ რეკვიზიტები დაგვემზადებინა. საქართველოს ჰიმნი ავაჟღერეთ, დროშები და გერბები დავხატეთ , ნაწილმა ბუკი მოიმარჯვე და ეს ლამაზი სიმბოლიკები ბუკში ააწყვეს. შემდეგ კი, პარალელ კლასებს ჩამოვუარეთ! ყველგან ვიმღერეთ ჰიმნი და ყველა კლასს მივულოცეთ ეს მნიშვნელოვანი დღე.

ასე ვიარეთ დღეს ჩვენი პატარა ნაბიჯებით, დიდი ევროპული გზისკენ! დემოკრატია ხომ სწორედ სკოლიდან იწყება! წინ ევროპისაკენ! ,,-უთხრა საინფორმაციო სააგენტო ,,აქტორს,, პედაგოგმა ნანა კაცაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air ახალ რეისებს იწყებს. 12 იანვრიდან, კვირაში 4 ჯერ ქუთაისიდან ფრენები…
პარასკევი ნოემბერი 21
In საზოგადოებაჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა.…
პარასკევი ნოემბერი 21
In ჯანდაცვა21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება.მათი სახელობის ეკლესია ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე მდებარეობს. მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა…
პარასკევი ნოემბერი 21
In რელიგიაქუთაისში, რუას ქუჩის I ჩიხში საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი დავით…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასამშაბათს, 25 ნოემბერს, ჭიათურელი მაღაროელების 270-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბებიან. აქცია…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოება