ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის,, ქუთაისში 28 დეკემბერს,15 :00 საათზე გაიმართება.
ჯაჭვის მარშუტი შემდეგია-შოთა რუსთაველის ხიდის დასაწყისი,შოთა რუსთაველის ხიდი,გალაკტიონის მუზა,წითელი ხიდი.
,, 28 ნოემბრის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს ძალა და რომ ის ერთიანია და მრავალფეროვანი.
ახლა მნიშვნელოვანია, პროტესტმა გამოიჩინოს ნებისყოფა და სიმტკიცე.
28 დეკემბერს, 15:00 საათზე, პროტესტის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, მოქალაქეები ჩვენს ქალაქსა და რეგიონში გავაკეთებთ "ერთობის ჯაჭვს საქართველოსთვის".
ვაპროტესტებთ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას და მოვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავლისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს - ეს არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა.
ქუთაისის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ ხიდებზე:
- თეთრი ხიდი
- რუსთაველის ხიდი
შეკრების დრო და ადგილი: რუსთაველისა და წითელ ხიდებთან არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, 14:30-დან.,,-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.