დღეს ქუთაისში ,,ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის,, გაიმართება.
,, 28 დეკემბერს, 15:00 საათზე, პროტესტის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, მოქალაქეები ჩვენს ქალაქსა და რეგიონში გავაკეთებთ "ერთობის ჯაჭვს საქართველოსთვის".
ვაპროტესტებთ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას და მოვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავლისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს - ეს არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა.
ქუთაისის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ ხიდებზე:
- თეთრი ხიდი
- რუსთაველის ხიდი
შეკრების დრო და ადგილი: რუსთაველისა და წითელ ხიდებთან არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, 14:30-დან.,,-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.