ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს მსოფლიოში წამყვან არქიტექტურულ კომპანიასთან - Gensler-თან ერთად ამზადებს.
1965 წელს დაფუძნებული ამერიკული კომპანია, საქართველოში პირველ პროექტს ქართულ კომპანია „დემარკთან“ ერთად ახორციელებს.
კომპანიის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და „დემარკის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
Gensler-ის ფილოსოფია ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, მდგრადობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. კომპანიის პროექტები კი, მათ შორის, Moody Centre Basketball and Events Area (აშშ), YOFC სათავო ოფისი (ჩინეთი), Adobe Founders Tower (აშშ) აღიარებულია თანამედროვე არქიტექტურის სიმბოლოდ.
კომპანიის ნამუშევრები ხაზს უსვამს ქალაქების იდენტობასა და კულტურას, ხოლო დიზაინი ეფუძნება საზოგადოებაზე ზრუნვას და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას.
Gensler-თან თანამშრომლობით ქუთაისში, 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტი მზადდება.
შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოეწყოს სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯების და დოპინგ-კონტროლის ოთახები.
ამასთან, მრავალფუნქციურ სპორტის სასახლეში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების მოწყობა. შენობაში განთავსდება, ასევე, სპორტული მაღაზია და კაფეტერია.
გარდა ამისა, სპორტის სასახლის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტოსადგომის, რეკრეაციული ზონების, გზებისა და ბილიკების მოწყობა.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ქუთაისის სპორტის სასახლეში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა, ასევე, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა.
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის სახით, 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე - თოვა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.