- საზოგადოება
- გადასვლები: 419
ქუთაის-გაენათის ეპარქია გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს რჩევით მიმართავს
ქუთაის-გაენათის ეპარქია გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს ურჩევს, მონასტერში გრუნტის წყლების დონე აგვისტოს ნაცვლად შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმების შემდეგ შეამოწმოს.
,,2021 წლის აგვისტო-სექტემბრის შემდეგ არაერთგზის შეკრებილ ხელოვნებათმცოდნე და რესტავრატორ სპეციალისტებთან მათი ყურადღება გავამახვილეთ გრუნტის წყლების დესტრუქციულ მოქმედებაზე, რომელიც მკაფიოდ ჩანს წმ. გიორგის ტაძრის საკურთხევლის აფსიდში. ეს პროცესი ათეული წლების წინ იყო ცნობილი, არ არის ჩვენი აღმოჩენა. გასული საუკუნის 60-იან წლებში მოხდა დაზიანებული კედლის მხატვრობის ფიქსაცია, მაგრამ კედლის მხატვრობის კატასტროფული დაზიანების მიზეზი (გრუნტის წყლების დესტრუქციული მოქმედება) დღესაც არ არის ლიკვიდირებული.
გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ დღეს გამოგზავნილია გეოლოგთა ჯგუფი, რომლის მიზანია გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავნის აღმოსავლეთით შესწავლილ იქნას მთის ფერდობიდან მომდინარე გრუნტის წყლების დონე. კარგად ცნობილია, რომ აგვისტოს თვეში, როგორც წესი, ეს დონე ყველაზე დაბალია, რის გამოც წყლის დებეტი სოფ. გელათში კატასტროფულად მცირდება. იმისთვის, რომ გრუნტის წყლების დინამიკა ობიექტურად იყოს შეფასებული, უპრიანია, მსგავსი შემეცნებითი სამუშაოების ჩატარება თოვლის დნობის და საგაზაფხულო წვიმების და, ასევე, შემოდგომის წვიმების დროს. დავამატებთ, რომ სადრენაჟო სამუშაოების ჩატარების მცდელობა იყო გასული საუკუნის 60-იან წლებში და როგორც არქეოლოგები ამბობენ, არსებობს ძველი სადრენაჟო სისტემა, რომელიც დღეს გაბიდნულია და ვერ ატარებს გრუნტის წყლებს. სასურველია, სადრენაჟო სამუშაოების დაწყებამდე გათვალისწინებული იყოს ამ მიმართულებით არსებული საარქივო მასალები.
იმედია, დროებითი კომიტეტი გაითვალისწინებს ჩვენს რჩევას,,გაენათის ეპარქია.