თბილისში ქუთაისელების მარში იწყება.
მსვლელობა რეზო გაბრიაძის თეატრიდან პარლამენტის შენობამდე გაიმართება.
დედაქალაქში აქციაში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან დღეს დილით გაემგზავრნენ.
ფოტო-არჩილ გეგენავა
თბილისში ქუთაისელების მარში იწყება.
მსვლელობა რეზო გაბრიაძის თეატრიდან პარლამენტის შენობამდე გაიმართება.
დედაქალაქში აქციაში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან დღეს დილით გაემგზავრნენ.
ფოტო-არჩილ გეგენავა
ქუთაისში საპროტესტო აქცია იმართება.მოქალაქეები თბილისში, აქციების და დაკავებების დროს ნაცემი ადამიანების ფოტოებით, ნაძვის ხესთან მდუმარე აქციას მართავენ.
შეგახსენებთ, დღეს ქუთაისის მერია 19:00 საათზე ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას გეგმავს.
საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფმა გუშინ განცხადება გაავრცელა და ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდა,ნაძვის ხე ღონისძიების გარეშე აენთოთ.
ხვალიდან, 21 დეკემბრიდან, ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიხსნება საახალწლო ბაზრობა და მოეწყობა გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის. ღონისძიებების გამო, რამდენიმე ლოკაციაზე დროებით შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
განცხადების მიხედვით,სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ (ცისფერყანწელების და გრიშაშვილის ქუჩებზე) 10:00 საათიდან ღონისძიებების დასრულებამდე.
დავით აღმაშენებლის მოედანზე (გელათის ქუჩის დასაწყისი, ,,მაკდონალდსის“, მესხიშვილის დრამატული თეატრის და შადრევნის მიმდებარე ტერიტორია) შეიზღუდება მოძრაობა და ნაწილობრივ პარკირება, სცენის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის.
10 :00 საათიდან, სრულად შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და პარკირება დავით აღმაშენებლის მოედანზე, ღონისძიებების დასრულებამდე.
შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა და ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი სვლა-გეზებით :
N⁰1L ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰3 ავტობუსი, თამარ მეფის ქუჩით იმოძრავებს კინო ‘’საქართველომდე’’ და შემდეგ, წერეთლის ქუჩით განაგრძობს მოძრაობას სადგურ ‘’რიონის’’ მიმართულებით.
N⁰4 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰5 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰41 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰113 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩებზე. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰6 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით , ვარლამიშვილის მოედანზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰19 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მარი ბროსეს ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰141 ავტობუსი, იმოძრავებს კინო ‘’საქართველოდან’’ ავტოსადგურისაკენ. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
ფოტო-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (არქივი)
სოციალურ ქსელში განცხადება ვრცელდება,რომლის ტექსტთან საინფორმაციო სააგენტო ,,აქტორი,, უცვლელად გთავაზობთ.
,,ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქვეყანაში მიმდინარე რთული პოლიტიკური, კონსტიტუციური და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისების ფონზე, 21 დეკემბერს ქალაქში ნაძვის ხის საზეიმო ანთება დაანონსა.
ეს მაშინ როცა, დედაქალაქში რეპრესიების, ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის შედეგად 500-მდე ადამიანია დაშავებული.
მოვუწოდებთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, იხელმძღვანელოს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით და ღონისძიებების გარეშე გაანათოს ნაძვის ხე.
ვინაიდან ცენტრალური მოედანი ახლოსაა ქუთაისის მერიის შენობასთან, სადაც ყოველდღე, უწყვეტად, რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამო იკრიბება ადამიანები, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება საზეიმო ვითარებაში აანთოს ნაძვის ხე, აღქმული იქნება პროვოკაციად, რომელიც საზოგადოების გაღიზიანებას ისახავს მიზნად.
მოვითხოვთ აანთოთ ნაძვის ხე ღონისძიების გამართვის გარეშე.,,-წერია განცხადებაში.
ხვალ,21 დეკემბერს,ქუთაისელების მარშის პარალელურად,საპროტესტო აქცია ქუთაისშიც გაიმართება.
,,შაბათს, 21 დეკემბერს ბევრი ადამიანი ვაპირებდით წასვლას თბილისში "ქუთაისელების მარშზე", მაგრამ...ზუსტად მაგ დღეს, ქუთაისის მერიამ გადაწყვიტა ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება.
2 საათიდან აპირებენ დაწყებას და ალბათ საღამოს" დაგვირგვინებას"-თუ კი მივცემთ მაგის საშუალებას.
ვინც ქალაქში რჩებით და ოდნავ მაინც გელახებათ თავმოყვარეობა ამ ფაქტით, ვიკრიბებით მერიის წინ დღის 12 საათზე.
P.S. თუ რომელი "ლეგენდარული" ჯგუფები და მუსიკოს- შემსრულებლები მონაწილეობენ, ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია...,,-წერია ინფორმაციაში.
ხვალ,19 :00 საათზე ქუთაისში ნაძვის ხის ანთება იგეგმება.მანამდე კი,14:00საათიდან საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
ხვალ თბილისში ქუთაისელების მარში გაიმართება. მარში 15:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისიდან დედაქალაქისკენ მანქანების კოლონა დილის 10:00 საათიდან დაიძვრება.
შეკრება ცენტრალურ მოედანზეა დაგეგმილი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა. წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების…
შაბათი სექტემბერი 13
In საზოგადოებასაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის…
შაბათი სექტემბერი 13
In საზოგადოებაცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და…
პარასკევი სექტემბერი 12
In პოლიტიკაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე…
პარასკევი სექტემბერი 12
In საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა. წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების…
შაბათი სექტემბერი 13
In საზოგადოებასაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის…
შაბათი სექტემბერი 13
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე…
პარასკევი სექტემბერი 12
In საზოგადოება13 და 14 სექტემბერს ქუთაისში,,Yellow Fest,,-მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში პირველ დღეს, 13 სექტემბერს იმღერებს…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში…
ოთხშაბათი სექტემბერი 10
In საზოგადოება