სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაშველებმა მდინარე რიონის მეორე მხარეს დარჩენილი ოთხი ადამიანი გამოიყვანეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაშველებმა მდინარე რიონის მეორე მხარეს დარჩენილი ოთხი ადამიანი გამოიყვანეს.
ხანგრძლივი წვიმის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში პრობლემები შეიქმნა.
განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის მოსახლეობას, ასევე წყალტუბოს და ხარაგაულს, სადაც მდინარე ძირულამ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა და ბორითის თემში დროებითი ხიდი წაიღო.
,,უხვმა ნალექმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში შექმნა პრობლემები. ზოგან დაიტბორა სავარგულები, ჩაიხერგა გზები.თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამსახურები და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გზა ჩახერგილი არსად არ არის,,- აცხადებს ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში.
უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ბაშში.სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზარალდა 15 ოჯახი. ზარალის დათვლა აწი დაიწყება.
,,მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა თუკი ნალექი გაგრძელდება, არის საშიშროება, რომ ვითარება უფრო დამძიმდეს. ვართ მზადყოფნაში,რომ საჭიროების შემთხვევაში დავეხმაროთ მოსახლეობას.- ,, აცხადებს ვალერიან ფოცხვერია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი.
ქუთაისში ორი დღეა გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დაიტბორა ავტოქარხნის დასახლებაში ხარებავას ქუჩის ნაწილი.მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ. დატბორილია 37-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც.
,,დიდი ხანია ეს პრობლემა გვაქვს. მთავარი, რაც გვაწუხებს, არის ის, რომ არ გვაქვს სანიაღვრე არხი. შარშან რამდენიმე ადგილას გაკეთდა სანიაღვრე, თუმცა ეს ბოლო ადგილი დარჩა გაუკეთებელი. წვიმის დროს ნიაღვარი მოდის და წყალი აქ გროვდება.,, აცხადებს შილაკაძე გიორგი, ადგილობრივი მცხოვრები.
,,იყავით მერიაში, მუნიციპალიტეტში, მაგრამ არავინ არ მოსულა . იძახიან დღეს გავაკეთებთ, ხვალ გავაკეთებთ, მაგრამ შედეგი ნოლი ,,-ამბობს ზურა ჩუბინიძე, ადგილობრივი მცხოვრები.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უხვი ნალექის შესახებ აფრთხილებს.
დღეს,12 იანვარს, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი,მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.
ქუთაისელი მოკრივე დავით მხეცაძე ევროპის პრიზიორია. დავით მხეცაძემ (80კგ). 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი…
ხუთშაბათი აგვისტო 20
In სპორტიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. …
ხუთშაბათი აგვისტო 20
In საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის. რელიგიური…
ოთხშაბათი აგვისტო 19
In რელიგიასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე კ. გ.…
სამშაბათი აგვისტო 18
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. ქ. თბილისში შესაძლოა…
სამშაბათი აგვისტო 18
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. …
ხუთშაბათი აგვისტო 20
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე კ. გ.…
სამშაბათი აგვისტო 18
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. ქ. თბილისში შესაძლოა…
სამშაბათი აგვისტო 18
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის, ასევე დასავლეთის რეგიონული…
სამშაბათი აგვისტო 18
In საზოგადოება15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება…
შაბათი აგვისტო 15
In საზოგადოება